ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგობრივ რეფერენდუმს ეგვიპტელები შაბათს უყრიან კენჭს. ერთი დღით ადრე კი ეგვიპტეში ადგილი ჰქონდა პროტესტსა და ძალადობას.
ალექსანდრიაში მეჩეთის მახლობლად დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რაზეც საპასუხოდ სამართალდამცავებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. მედიკოსები აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. ქაიროში, ისივე, როგორც სხვა ქალაქებში ადგილი ჰქონდა, როგორც რეფერენდუმის მოწინააღმდეგე, ისე მის მხარდამჭერ აქციებს. საარჩევნო უბნებში მსგავსი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად დამატებითად 120 ათასი სამხერო განაწილდება.