ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის რეფერენდუმის შედგები ჯერ უცნობია


ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმის ოფიციალური შედეგების გამოცხადების ვადა ცნობილი არაა. კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებული ორ ეტაპიანი რეფერენდუმის შედეგები მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ოპოზიციის მიერ შეტანილი სარჩელები განიხილება.

ეგვიპტის საარჩევნო კომისიის განცხადებით, უნდა მოხდეს 27 პროვინციაში არსებული დარღვევების განხილვა.

პრეზიდენტ მუჰამედ მორსის მხარდამჭერი მუსლიმთა საძმო თავის მხრივ აცხადებს, რომ არაოფიციალური მონაცემებით ახალ კონსტიტუციას ამომრჩევლის 64%-მა დაუჭირა მხარი. საარჩევნო ყუთემთან კი მოსახლეობსი 32 % გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG