ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არჩევნების დღე დაინიშნა


ეგვიპტეში არჩევნების დღე დაინიშნა

ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტ მუბარაკის ძალაუფლების დამხობის შემდეგ პირველი არჩევნები ქვეყანაში 28 ნოემბერს გაიმართება.

დღეს, საინფორმაციო სააგენტო ავრცელებდა განცხადებას ქვეყნის სამხედრო მმართველების სახელით, რომელიც ადასტურებს ამ ინფორმაციას.

ამ ინფორმაციით დასრულდა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სპეკულაცია-არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე ბატონი ჰოსნი მუბარაკის საქმეს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და დემონსტრანტების დახოცვის ბრალდებით სასამართლო იხილავს.

XS
SM
MD
LG