ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ეკლესიაზე: 4 დაღუპული


შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც კაიროს სამხრეთში ეკლესიას ცეცხლი გაუხსნა, სულ მცირე, ოთხი ეგვიპტელი მოკლა და ხუთი ადამიანი დაჭრა. დაღუპულთა შორის, ამ დროისთვის, ერთი პოლიციელია.

ეგვიპტის ხელისუფლება იუწყება, რომ კოპტების ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდამსხმელი, საპასუხო ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

ხელისუფლება შესაძლო მეორე შეიარაღებულ პირს ეძებს. თავდასხმის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. ჯერ-ჯერობით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არავის აუღია.

გასულ წელს, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, ცეცხლსასროლი იარაღით და ბომბებით ეკლესიებზე თავდასხმებით, ათობით ქრისტიანი უმცირესობის წარმომადგენელი მოკლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG