ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში პრეზიდენტ მორსის მხარდამჭერები შეიკრბნენ


მუსლიმთა საძმომ მთელი ეგვიპტის მასშტაბით გამოიყვანა თავისი მომხრეები ქუჩაში

ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქაიროს უნივერსიტეტის შემოგარენში ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდაჭერის მიზნით. მუსლიმთა საძმომ მთელი ეგვიპტის მასშტაბით გამოიყვანა თავისი მომხრეები ქუჩაში, რომლებიც უფლის კანონის დამყარებას უჭერენ მხარს.

ამასობაში ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გრძელდება საპროტესტო დემონსტრაცია ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. ეგვიპტის სახელმწიფო სასამართლოს მოსამართლეებმა გაფიცვა დაიწყეს პრეზიდენტის განკარგულებისადმი პროტესტის ნიშნად. ეგვიპტის სახელმწიფო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ჰამდი იასინის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა.
XS
SM
MD
LG