ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსნი მუბარაქს მასობრივი მკვლელობის ბრალდება მოეხსნა


ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის საქმე განიხილა და მისი გათავისუფლების სანქცია გასცა. მუბარაქს ორი წლის წინ ეგვიპტეში გამართული დემონსტრაციების დროს მომიტინგეების მკვლელობის ორგანიზების ბრალდება მოეხსნა. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით სასჯელის მოხდას ჯერ ისევ განაგრძობს.

მუბარაქის ადვოკატმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას იმ ფაქტზე დაყრდნობით მიაღწია, რომ 84 წლის ყოფილი პრეზიდენტი უკვე 2 წელია სასჯელს სასამართლოს განაჩენის გარეშე იხდის. ეს კი ეგვიპტის კანონმდებლობით მაქსიმალური ვადაა, რომლის მოხდაც ადამიანს დროებითი დაკავების პირობებში შეუძლია.

მუბარაქი სასჯელს ქაიროში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში იხდის. მისი ადვოკატის განცხადებით, ექს -პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
XS
SM
MD
LG