ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქი სასამართლოში


გასულ წელს ეგვიპტის ექს-პრეზიდენტს აღნიშნული ბრალდების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ქაიროში სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგა. მას 2011 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს ასობით ადამიანის მკვლელობის ბრძანებაში ედება ბრალი. დღეს სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვა მოხდა.

გასულ წელს მუბარაქს აღნიშნული ბრალდების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, საქმის გასაჩივრების უფლება მიეცა. მუბარაქი სასამართლოში ინვალიდის ეტლით გამოცხადდა. მას თან ახლა ორივე ვაჟი, რომელთაც ასევე კორუფციის საქმეებში ედებათ ბრალი.
XS
SM
MD
LG