ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რეფერენდუმში ეგვიპტის მოსახლეობის ნახევარი მონაწილეობს


კონსტიტუციის ახალ პროექტს პრეზიდენტ მუჰამედ მორსის ყოფილი პარტია, მუსლიმთა საძმო უჭერს მხარს

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ ხმა მისცა რეფერენდუმზე, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტის დამტკიცებას ისახავს მიზნად.
დღეს რეფერენდუმში ეგვიპტის მოსახლეობის ნახევარი მონაწილეობს. მეორე ნახევარი 22 დეკემბერს მისცემს ხმას, იმ კონსტიტუციას რომლის პროექტმა დიდი დაპირისპირება გამოიწვია ქვეყანაში.
ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებზე 120 000 ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა.
კონსტიტუციის ახალ პროექტს პრეზიდენტ მუჰამედ მორსის ყოფილი პარტია, მუსლიმთა საძმო უჭერს მხარს. მის წინააღმდეგ კი ლიბერალები გამოდიან, ვისთვისაც მიუღებელია შარიათის კანონის ამოქმედება.
XS
SM
MD
LG