ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისი ეგვიპტის პრეზიდენტად აირჩიეს


შეერთებული შტატები ეგვიპტის ახლად არჩეულ პრეზიდენტ აბდელ ფატა ელ სისის მოუწოდებს განახორციელოს რეფორმები,რომლებიც მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს და „ყველა ეგვიპტელის უნივერსალურ უფლებებს დაიცავს.“

ოთხშაბათს გავრცელებულ თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ობამა მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავს ელ სისისთან სატელეფონო საუბარს. ეს ცნობა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გაირკვა, რომ გასულ კვირას ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩევლის 97-მა პროცენტმა ელ სისის მისცა ხმა.

ეგვიპტის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში ეგვიპტელი ამომრჩევლის 47-მა პროცენტრმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ - მუსლიმთა საძმომ - არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG