ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები პარლამენტს ირჩევენ


ეგვიპტელები პარლამენტს ირჩევენ
ეგვიპტელები პარლამენტს ირჩევენ

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გრძელდება. დღეს მეორე ტურის მეორე დღე იყო. პირველი ტურის შემდეგ, ისლამისტური პარტიები მეორე ტურშიც იმედოვნებენ გამარჯებას და მიღწეული შედეგების გაზრდას. ეგვიპტელები პარლამენტის ქვედა პალატას ირჩევენ, რომელიც 498 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. საპარლამენტო არჩევნების მესამე ტური დარჩებილ ცხრა რეგიონში იანვრის დასაწყისში გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით მუსლიმური საძმო, თავისუფლების და სამართლიანობის პარტია და ალ-ნურ სალაფის ისლამური პარტია ლიდერობენ. ისინი ეგვიპტეში ისლამური კანონების დამყარებას ემხრობიან. აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს ეგვიპტეში პირველი საპარლამენტო არჩევნებია.

XS
SM
MD
LG