ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში პროტესტი გრძელდება


ქაიროში პროტესტი გრძელდება

ეგვიპტის დედაქალაქში უკვე მეთოთხმეტე დღეა, რაც საპროტესტო აქციები გრძელდება. თაჰრირის მოედანზე ოპოზიციის ათასობით აქტივისტია შეკრებილი. მთავრობის მხრიდან პოლიტიკური კონსენსუსის მცდელობის მიუხედავად ისინი კვლავ ითხოვენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას. ისინი აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე არ დაიშლებიან. როგორც ცნობილია, ჰოსნი მუბარაქი უკვე 30 წელზე მეტია რაც ეგვიპტეს მართავს. გასულ კვირას თაჰრირის მოედანი პრეზიდენტის და ოპოზიციის მომხრეებს შორის დრამატული შეტაკების არეალი იყო. ეგვიპტეში სულ საპროტესტო აქციების განმავლობაში 300-ზე მეტია ადმაიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG