ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი თაჰრირის მოედანს ეწვია


ჰილარი კლინტონი თაჰრირის მოედანს ეწვია
ჰილარი კლინტონი თაჰრირის მოედანს ეწვია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ქაიროში თაჰრირის მოედანს ეწვია. შეგახსენებთ, რომ თებერვალში თაჰრირის მოედანზე გამართული დემონსტრაციების შედეგად ეგვიპტეს პრეზიდენტი ჰოსმი მუბარაქი თანამდებობიდან გადადგა.

კლინტონის თქმით, თაჰრირის მოედანი „ყველას გვახსენებს იმას, თუ რამდენად ძლიერია ადამიანის სული და თავისუფლების სურვილი.“

კლინტონი ქაიროს ქუჩებში ეგვიპტელებს, ხოლო მოგვიანებით კი ეგვიპტეს პრემიერ მინისტრ ესამ შარაფს შეხვდა.

მუბარაქის მთავრობის გადადგომის შემდეგ, კლინტონი პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ეგვიპტეს ოფიციალურ ამპლუაში ეწვია.

XS
SM
MD
LG