ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა


პასუხისმგებლობა ტერორისტულ აქტზე საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია

ეგვიპტის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთ სინაიში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 6 ჯარისკაცის და 17 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პასუხისმგებლობა ტერორისტულ აქტზე საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია.
გუშინ სინაის ნახევარკუნძულზე სამხედრო დაზვერვის კიდევ ერთ ოფისზე განხორციელდა იერიში. მანქანის აფეთქებისას 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაშავდა.
XS
SM
MD
LG