ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ორშაბათს ქაიროს შემოგარენში ჩატარებული ოპერაციის დროს, 12 ეჭვმიტანილი ისლამისტი მოკლეს.
სამინისტროს განცხადებაში ლიკვიდირებული ეჭვმიტანილები მუსლიმთა საძმოს გასამხედროებულ ფრთა ჰასმთან იყვნენ დაკავშირებული. რეიდების ორი ადგილიდან ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები, ამუნიცია და იარაღი.
ოპერაცია, ეგვიპტის გიზის პირამიდებთან ერთი დღით ადრე მომხდარი აფეთქების შემდეგ ჩატარდა, რომლის დროსაც 17 ადამიანი დაშავდა.
Facebook Forum