ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკვადორში ნანგრევებში დარჩენილი ადამიანების ძებნა გრძელდება


ეკვადორში მაშველები ნანგრევებში დარჩენილი ადამიანების ძებნას აგრძელებენ. შაბათს მომხდარი 7.8 ბალის სიმძლავირის მიწისძვრის შედეგად, სულ ცოტა, 500 ადამიანია დაღუპული.

მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 1700 ადამიანი ჯერ ისევ დაკარგულადაა გამოცხადებული და 4600 ადამიანი დაშავებულია.

მაშველები და მოხალისეები ყველა საშუალებას იყენებენ ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად. თუმცა ოფიციალური პირების თანახმად, დანგრეულ შენობებში დარჩენილი ადამიანებისგან მომავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა კლებულობს.

XS
SM
MD
LG