ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება


პრეზიდენტი რაფაელ კორეა ამბობს, რომ 272 ადამიანი დაიღუპა და ამ რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას ელიან. 2500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

შაბათს, მიწისძვრის დროს, ქვეყნის პრეზიდენტი იტალიაში იმყოფებოდა. მან ვიზიტი შეწყვიტა და სამაშველო ძალისხმევის ზედამხედველობის მიზნით შინ დაბრუნდა.

ყველაზე მეტად დაზარალებულ მანტაში სიტყვით გამოსვლისას, კორეამ თქვა, რომ ამჟამად უპირველესი ამოცანა, გადარჩენილთა მოძებნაა. მან თქვა, რომ არის იმის ნიშნები, რომ ნანგრევების ქვეშ გადარჩენილები არიან.

XS
SM
MD
LG