ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდის განცხადება


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ ბევრი ფინანსური პრობლემა აქვს მოსაგვარებელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ "ფისკალური უფსკრულის" გადალახვა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების ბოლომდე მოგვარებას არ ნიშნავს. გრძელვადიანი ეკონომიკური პრობლემები, დეფიციტი და ვალი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

ოთხშაბათს შუადღეზე ფონდის სპიკერმა გერი რაისმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამეა იმისთვის გასაკეთებელი, რომ ამერიკის მყიფე ეკონომიკა არ დაზარალდეს და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

სამშაბათს გვიან ღამით, ამერიკელმა კანონმდებლებმა "ფისკალური უფსკრულის" გადალახვა შეძლეს და პრეზიდენტის გეგმა დაამტკიცეს. ობამას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია იქით, რომ ამერიკის ეკონომიკა სამომავლოდ გაჯანსაღდეს.


President Barack Obama w
XS
SM
MD
LG