ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა


ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტი ჰალბე ზილსტრა თანამდებობიდან გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან აღიარა, რომ 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის თაობაზე იცრუა. ზილსტრა პარლამენტის წევრების წინაშე წარდგა და მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. მისი თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრის სანდოობის მიმართ ეჭვები არ უნდა არსებობდეს“.

ზილსტრას თანამდებობა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ეკავა.

ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2006 წელს ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ ბელორუსი, უკრაინა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები „უფრო დიდი რუსეთის“ ნაწილებია. 12 თებერვალს კი მან აღიარა, რომ ამ შეხვედრას თავად არ დასწრებია და პუტინის ნათქვამის შესახებ სხვა პირისგან შეიტყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG