ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლმა "იუკოსის" წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა


ჰოლანდიის სასამართლომ 2014 წლის გადაწყვეტილება შეატრიალა და დაასკვნა, რომ რუსეთის ერთ დროს უმსხვილესი ნავთობ კომპანია “იუკოსის” აქციონერებს კომპანიის დაშლის შემდეგ ფულის ანაზღაურება არ ეკუთვნით.

ჰააგის საოლქო სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ საარბიტრაციო ჯგუფს, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მთავრობას “იუკოსის” აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის ანაზღაურება დააკისრა, გადაწყვეტილების მისაღებად იურისდიქცია არ ჰქონდა. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ წინა დასკვნა ხელშეკრულებას ეფუძნება, რომლიც რატიფიცირებაც რუსეთს არ გაუკეთებია.

“იუკოსის” აქციონერებს კომპანიის დაშლის შემდეგ ინვესტიციები უკან არ დაუბრუნდათ. ისინი აცხადებენ, რომ ჰააგის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციას გეგმავენ.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2014 წლის “იუკოსის” საქმის შედეგად საფრანგეთში და ბელგიაში გაყინული რუსეთის სამთავრობო აქტივები, სავარაუდოდ, გაცოცხლდება.

XS
SM
MD
LG