ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინს ახალი ვერსიები, კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ


კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან გასამკლავებლად, ვაქცინების მოდიფიცირებული ვერსიების ტესტირება უკვე მიმდინარეობს.

ექსპერტები ამბობენ, რომ როგორც ჩანს ამჟამინდელი ვაქცინები ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ მუშაობს და ხელს უშლის დაავადების მძიმე ფორმებს, თუმცა მტკიცებულებები შეზღუდულია. შესაძლოა, ყველა ვაქცინაში ცვლილებების შეტანა აუცილებელი არ იყოს.

„ჯერ არ ვიცით, მაგრამ ხალხს სურს მზად ვიყოთ, თუ ამის საჭიროება იქნება“ - აცხადებს ემორის უნივერსიტეტის ვაქცინის ცენტრის ასოცირებული დირექტორი, უოლტერ ორენშტაინი.

მისი თქმით, მოდიფიცირებული ვაქცინის ტესტირებასა და წარმოებას თვეები დასჭირდება, ამიტომ ახლა პროცესის დაწყების დროა.

ყველა მსხვილი დასავლური მწარმოებელი აცხადებს, რომ კვლევები მოიცავს ახალ ვერსიებს, რომლთა სამიზნე ვირუსის ახალი ვარიანტია.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მწარმოებლებს ეუბნება, რომ მათ უნდა აჩვენონ, რომ ვაქცინის ახალი ვერსია, ვირუსის ახალ ვარიანტებთან მიმართებით ისეთივე ძლიერია, როგორც ორიგინალი ვაქცინა, ვირუსის თავდაპირველი ვარიანტის მიმართ.

შემაშფოთებელი ვარიანტები

ვირუსის მუტირებულმა ვარიანტებმა, ვაქცინების ეფექტიანობა სხვადასხვა ხარისხით შეარყია. ყველაზე შემაშფოთებელია ვირუსის ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს და ახლა ათობით ქვეყანაში გვხვდება, თუმცა ნაკლებად ხშირად. ასევე, საყურადღებოა ვარიანტი, რომელიც პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს. მიიჩნევა, რომ ორივე მუტირებული ვარიანტი უფრო ადვილად ვრცელდება და ნაკლებად მგრძნობიარეა ვაქცინების მიმართ.

ვაქცინა, რომელიც ერთი ვარიანტის წინააღმდეგ შეიქმნება, შესაძლოა ირივე ვარიანტზე ეფექტური იყოს - ამბობს ვაქცინების ექსპერტი, ჰოტერ ჰოტეზი.

„არსებობს იმედი, რომ ვაქცინის ერთი ვერსია, ორივე ვარიანტზე იმუშავებს. თუმცა, ამის დადასტურებით თქმას კვლევები სჭირდება. ასე რომ, ახლა დანამდვილებით არაფერი ვიცით“ - აცხადებს ჰოტეზი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG