ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვალვის შედეგები


აშშ მარცვლეულის ბაზაზე აწარმოებს საექსპორტო საკვებ პროდუქციას

წელს, შეერთებულ შტატებში ხორბლისა და სოიოს მოსავალი, ქვეყანაში გახანრძლივებული გვალვების გამო, ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობის იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მოსავლის რაოდენობა რადიკალურად შემცირდება, რადგან ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებს ასეთი გვალვები არ ახსოვს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მარცვლეულის ბაზაზე აწარმოებს შეერთებული შტატები საექსპორტო საკვებ პროდუქციას.
ბოლო დროს შეერთებული შტატები ხორბლის და სოიოს პროდუქციას ბიოსაწვავისთვისაც იყენებს. თუმცა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, წელს მარცვლეულის სიმცირის გამო, სოიოს და ხორბლის მოსავალი მხოლოდ საკვების წარმოების მიზნით იქნება გამოყენებული.

XS
SM
MD
LG