ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონის მორიგი შეტევა


ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად პაკისტანელ თალიბთა ლიდერი მოკლეს

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სასაზღვრო რეგიონში სავარაუდოდ ამერიკული დრონის მორიგი იერიში განხორციელდა. დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის პაკისტანელ თალიბთა ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ვალიურ რემანი.

უპილოტო საფრენი აპარატის იერიში ავღანეთის საზღვრის მახლობლად, ჩრდილოეთ ვაზირისტანში განხორციელდა. რეგიონს ძირითადად თალიბებთან და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებენ. თალიბები ლიდერის დაღუპვის ფაქტს უარყოფენ. ამერიკის მთავრობას მისი ადგილმდებარეობის გამხელისთვის 5-მილიონიანი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, პაკისტანის მთავრობას კი ნახევარი მილიონი.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გაკეთებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ მსგავსი იერიში შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, ვინაიდან ის არამარტო მშვიდობიან მოსახლეობაში იწვევს მსხვერპლს, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევასაც წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG