ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი აგრძელებს FBI-ის დირექტორის შემცვლელის ძიებას


FBI-ს შტაბბინა ვაშინგტონში
FBI-ს შტაბბინა ვაშინგტონში

დონალდ ტრამპი აგრძელებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის შემცვლელის ძიებას, მას შემდეგ რაც მან გასულ კვირას ჯეიმს კომი თანამდებობიდან დაითხოვა. ადმინისტრაცია რვა კანდიდატს გაესაუბრა. ტრამპის განცხადებით გადაწყვეტილებას ის პარასკევამდე მიიღებს, მანამ ვიდრე ის პრეზიდენტის რანგში საზღვარგარეთ თავის პირველ ვიზიტს გამართავს.

„ვფიქრობ პროცესი სწრაფად წარიმართება“, - განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტის მიერ კომის თანამდებობიდან დათხოვას, კონგრესში შეშფოთება მოჰყვა. კანონმდებელთა ნაწილის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის გათავისუფლება მაშინ, როდესაც ორგანო ტრამპის საარჩევნო გუნდის რუსულ კავშირებს იძიებს, მიუღებელია. გაკვირვება და შეშფოთება გამოწვია ასევე პრეზიდენტის მიერ ტვიტერზე დაწერილმა განცხადებამ, რომელშიც მან ჯეიმს კომის ურჩია მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG