ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი რუსეთს კლინტონის კომპიუტერში შეჭრისკენ მოუწოდებს


აშშ-ის რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, მისი დემოკრატი ოპონენტის, ჰილარი კლინტონის საფოსტო სერვერში შეიჭრას და "აღმოაჩინოს მისი ოცდაათი ათასი გაუჩინარებული გზავნილი", რომელიც ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად მოღვაწეობის პერიოდით თარიღდება.

"რუსეთის გასაგონად ვიტყვი, რომ იმედია, ის მიაგნებს დაკარგულ წერილებს და ჩვენი პრესის მადლს მოისხამს."

დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვს, სავარაუდოდ, უკვე აქვს ეს წერილები, რომლებსაც ჰილარი კლინტონი პირად ფოსტად მოიხსენიებს.

ჰილარი კლინტონის წარმომადგენლებმა ტრამპის მოწოდებები შეაფასა, როგორც პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი უცხოეთის მთავრობას ოპონენტის წინააღმდეგ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპმა ეს განცხადებები ფლორიდაში, საკუთარ გოლფის მოედანზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. იქვე მან უარყო კავშირები რუსეთთან.

XS
SM
MD
LG