ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს კიდევ 11 ქალი სდებს


სააგენტო „ასოშეითიდ პრესის“ ცნობით, დამატებით 11 ქალი აბრალებს საოპერო ვარსკვლავს პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებას.

დომინგო გასულ თვეში, ევროპის სცენებზე გამართულ კონცერტებზე, ამავე სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ძალიან თბილად მიიღეს. "ასოშეითიდ პრესი" იუწყებოდა, რომ მას 9 ქალი უყენებდა ბრალს გვიან ღამით დარეკვის, თუ კერძო შეხვედრების დაჟინებული მოთხოვნის გამო და ასევე - უეცრად ტუჩებში კოცნის მცდელობებს.

დომინგოს პრესსპიკერმა ეს ინფორმაცია უარყო.

განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ შეერთებულ შტატებში. გასულ კვირას, დალასის საოპერო თეატრმა დომინგოს მონაწილეობით 2020 წელს დაგეგმილი გალა კონცერტი გააუქმა. მას ასევე გაუუქმეს დადგმები სან-ფრანცისკოსა და ფილადელფიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG