ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უარს უცხადებს


ორგანიზაციას "ექიმები საზღვრებს გარეშე" საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია

ბირმა, რომელიც მაიმარის სახელითაცაა ცნობილი, აცხადებს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" შესვლას არ დაუშვებს.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა იუ იე ჰტუტმა ეს განცხადება პარასკევს გააკეთა და აღნიშნა, რომ ბირმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ქვეყანაში საქმიანობის ნებართვას არ გაუგრძელებს. ამის მიზეზად კი გამჭვირვალობის ნაკლებობა დაასახელა.

ორგანიზაციას ექიმები საზღვრებს გარეშე საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG