ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ბირჟებზე სიტუაცია გაუმჯობესდა


ინვესტორები ამერიკაში სამუშაო ბაზრის ყოველთვიურმა ანგარიშმა წაახალისა

სამშაბათს ამერიკის ცნობილი ბირჟა ინდექსის რეკორდული მაქსიმუმი ნიშნულით დაიხურა. პირველად ბოლო წლების განმავლობაში დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებელმა 15,000 ნიშნულს ზემოთ აიწია.

შეერთებული შტატების, ევროპის და იაპონიის ინვესტორები ამერიკის სამუშაო ბაზრის შესახებ თვიურმა ანგარიშმა წაახალისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ ეჭვები გაიფანტა. შედეგად დოუ ჯონსის მაჩვენებელი გაიზარდა და დღის ბოლოს 1,625 მდე მიაღწია.

დოუ ჯონსმა დაძლია ბოლო წლების ფინანსური კრიზისი და წლის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა.

"უოლ სტრიტ ჯორნალის" განცხადებით, ბირჟის მოგება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ცენტრალურმა ბანკმა, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკის სტიმულირება მოახდინეს, რამაც ინვესტორები წაახალისა.
XS
SM
MD
LG