ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატია ვიდეოთამაშებით


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სახალხო დიპლომატიის ახალ ფორმებს ეძებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ტარა სონენშაინს ვიდეოთამაშის იდეა ძალიან მოსწონს.

ამერიკული დიპლომატიისთვის სიახლეა. თამაშს „ტრეისის ეფექტები“ დავარქვით“- ამბობს ის.

მოქმედება 2045 წელს ხდება. ტრეისი უნივერსიტეტის სტუდენტია და წარსულში, ანუ ჩვენს დღევანდელობაში ამერიკის თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობს. სახლში დასაბრუნებლად უამრავი გამოწვევა უნდა დაძლიოს და მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს. თამაში 12-დან 16 წლამდე ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლაში და ქვეყნის უკეთ გაცნობაში ეხმარება.

გვინდა ახალგაზრდებთან საერთო ენა გამოვნახოთ, ისინი ხომ გამუდმებით ინტერნეტში არიან“ - აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

თამაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ბავშვთა ციფრული მედიის ცენტრის დირექტორ, სანდრა კალვერტს ვაჩვენეთ. ის ვიდეოთამაშების ბავშვების ფსიქიკაზე ზეგავლენას სწავლობს.

იდეა ძალიან მომხიბლავია. ბავშვების ინტერესებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზეა მორგებული. სწორედ ასე უნდა ხდებოდეს მათი დაინტერესება“ - აღნიშნავს პროფესორი კალვერტი.

მას მოსწონს, რომ თამაშში მეგობრობის აუცილებლობის იდეაა ჩაქსოვილი და ინგლისური ენის შესწავლაც ბუნებრივად ხდება.

თუმცა, თამაშში ქმედება ნაკლებია. ის უფრო ვერბალურია, რის გამოც ბავშვებს შეიძლება „ტრეისის ეფექტები“ მოსაწყენი ეჩვენოთ.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ სცენარის განვითარების მთავარი ხაზი დაიკარგოს“ - ამბობს სპეციალისტი.

მაგრამ იდეა იმდენად კარგია, რომ პროფესორ კალვერტის აზრით, თუკი თამაშის დახვეწა მომხმარებელთა აზრის გათვალისწინებით მოხდება, ის უცხოელი ბავშვებისთვის მოკლე დროში ამერიკული კულტურის პოპულარული გზავნილი იქნება.
XS
SM
MD
LG