ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ობამას პოლიტიკური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად ჯერ არ შეუცვლია


6 თვის განმავლობაში, რაც დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტი უკავია, ის ბევრს საუბრობდა თავისი წინამორბედის გადაწყვეტილებების შეცვლის თაობაზე. მისი ბრძანებით, ამერიკამ დატოვა პარიზის კლიმატის შეთანხმება, დატოვა წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შესახებ პაქტი და ბევრს საუბრობს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის საჭიროებაზე.

თუმცა, პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით არ ახორციელებს ცვლილებებს სხვა, უშუალოდ ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით. მათ შორისაა, ირანის ბირთვული შეთანხმება, შეზღუდული ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა/ჩართულობა სირიაში, ავღანეთსა და ერაყში.

თუმცა, მისი საჯარო გამოსვლები მისი წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავდება. პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი მკაფიოდ გაემიჯნა ობამას „მრავალმხრივ დიპლომატიას“. მან ხაზი გაუსვა დასავლური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც, მისი თქმით, სერიოზული საფრთხის წინაშეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG