ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატებს საპასუხო საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება სურთ


თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დემოკრატებისგან საიდუმლო ჩანაწერების შემცველი დოკუმენტი მიიღო, რომელიც გასულ კვირას რესპუბლიკელების მიერ შედგენილ მსგავს დოკუმენტზე საპასუხო ნაბიჯია.

გრიფი “საიდუმლოს” მოხსნის საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს.

დოკუმენტის გამოქვეყნებას, რომელიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის გამოძიების დეტალებს აზუსტებს, წარმომადგენელთა პალატის ორ კომიტეტში ანონიმურად უყარეს კენჭი. კონგრესის ორპარტიულ კომიტეტებში მისი გამოქვეყნება გადაწყდა.

გასულ პარასკევს, თითქმის იგივე პროცედურის გავლის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის რესპუბლიკელების მიერ შედგენილი ჩანაწერების გამოქვეყნებას. წინააღმდეგობრივი ხასიათის დოკუმენტი დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის მწვავე დებატების საგანი გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG