ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ სენატორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ


დემოკრატი სენატორი ალ ფრანკენი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მინესოტის შტატს წარმოადგენს, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. კალიფორნიის რადიოს ახალი ამბების წამყვანმა გუშინ მოულოდნელად განაცხადა, რომ ეს 11 წლის წინ მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ავღანეთში იმყოფებოდნენ. ლიან ტვიდენის თქმით, ის მას ძალით ეხებოდა და კოცნიდა, ამის შემდეგ კი, თვითმფრინავში მასთან ფოტო იყო, რომელზეც ქალს სძინავს, ის კი მას უხამსად ეხება. სენატორს ბრალდებები არ უარუყვია და თქვა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს რესპუბლიკელ პოლიტიკოსსაც, რომელიც ალაბამას სენატორობის კანდიდატია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG