ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიის ეროვნული ფონდი არსებობის მესამე ათწლეულს აღნიშნავს


.

დემოკრატია ხშირად ნელა იდგამს ფესვს, მაგრამ მთელს მსოფლიოში მასზე დიდი მოთხოვნაა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:18 0:00
ბმული

დღეს მსოფლიოში დემოკრატია ბევრად უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე 1983 წელს, როცა დემოკრატიის ეროვნული ფონდი დაარსდა.

ამ ორგანიზაციის დიდი ხნის პრეზიდენტი, კარლ გერშმანი ამბობს, რომ არა კომერციულმა კერძო ჯგუფმა, რომელიც დაფინანსებას კონგრესისგან იღებს, ამ ცვლილებების მოხდენაში მონაწილეობა მიიღო:

„ჩვენი საქმე, ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი მისია, რაც კონგრესისგან გვაქვს დაკისრებული არის დახმარების ხელის გაწოდება. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ძირითადი მამოძრავებელი ძალები ამ ქვეყნების შიგნითაა და ეს არის თვითონ ამ ქვეყნების ხალხი.“

დემოკრატიის ეროვნული ფონდი ერთ-ერთია იმ რამდენიმე გაერთიანებულ პროდემოკრატიულ ჯგუფთაგან, რომლებიც არსებობის მესამე ათწლეულს აღნიშნავენ. იგივე მისიის მქონე ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (ენ-დი-აი) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (აი-არ-აი) დაკავშირებული არიან შეერთებული შტატების ორ ძირითად პარტიასთან.

ჯგუფები მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, დემოკრატიის აქტივისტებთან და მთავრობებთან, რათა ჩამოაყალიბონ და განამტკიცონ დემოკრატიული ინსტიტუტები. დემოკრატიის ეროვნული ფონდი ამას ასეთ ჯგუფებზე გრანტების გაცემის საშუალებით აკეთებს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი კენ ვოლაკი ამბობს, რომ პარტიის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ადგილებზე არიან დაფუძნებული და ოფისებიც ამავე ქვეყნებში აქვთ.

„იმ ქვეყნების უმრავლესობაში ჩვენ ვმუშაობთ მმართველ პარტიასთან, ოპოზიციურ პარტიებთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.“

თუმცა ადგილებზე დაფუძნებული ჯგუფები ხანდახან ადგილობრივი მთავრობების წინააღმდეგობას აწყდებიან.

რესპუბლიკურმა აი-არ-აი-მ და დემოკრატიულმა ენ-დი-აი-მ გასულ წელს, პუტინის მთავრობისგან განხორციელებული წნეხის გამო რუსეთი დასტოვეს.

მელინდა ჰარინგი აზერბაიჯანში ენ-დი-აი-ს პროგრამის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ამჟამად საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში მუშაობს. ის ამბობს, რომ ადგილებზე დემოკრატიული დახმარება მხოლოდ ნაწილობრივად თავისუფალ ქვეყნებში უნდა იქნეს გამოყენებული.

„როცა თქვენ იმყოფებით ისეთ ადგილზე, როგორიცაა ყაზახეთი ან უზბეკეთი, რუსეთიც კი, თქვენვე გიწევთ ყველა ხარჯის გაღება. თქვენ არ შეგიძლიათ ისეთი პროგრამების დანერგვა, რომლებიც რეალურად შეძლებენ რეჟიმის გამოწვევას.“

მაგრამ ვოლაკი აღნიშნავს ბევრ წარმატებას, რაშიც მისი სააგენტო მონაწილეობდა. აქ შედის წლევანდელი არჩევნები კენიაში, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უფრო მშვიდობიანად ჩატარდა.

„დიდი მუშაობა ჩატარდა რათა შემდგარიყო დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის, დიალოგი საარჩევნო უწყებასა და პარტიებს შორის, რათა მომხდარიყო ახალგაზრდობის კონსტრუქციული ჩართვა პოლიტიკურ პროცესში.“

კარლ გერშმანი აღიარებს, რომ დემოკრატია ხშირად ნელა იდგამს ფესვს, მაგრამ მთელს მსოფლიოში მასზე დიდი მოთხოვნაა.

„ისეთ რთულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა საუდის არაბეთი ან ჩრდილოეთ კორეა, არიან ადამიანები, იქაც კი, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიისკენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას. დროთა განმავლობაში, საკმარისი დროის პირობებში, ვფიქრობ ეს გარდაუვალია.“

ამ 30 წლის განმავლობაში ამერიკულ დემოკრატიულ ჯგუფებს დემოკრატიის ხელშეწყობაში პროგრესი არაერთ ქვეყანაში ჰქონდათ.
XS
SM
MD
LG