ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დელტას" უჩვეულო გადაწყვეტილება


აშშ-ში მოქმედი "დელტა ეარლაინი" მსოფლიოში ერთადერთი ავიაკომპანია იქნება, რომელიც საკუთარ საწვავს გამოიმუშავებს. "დელტამ" ორშაბათს განაცხადა, რომ ის 150 მილიონ დოლარად ყიდულობს ფილადელფიის მახლობლად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ნავთობკომპანია "ფილიპს 66-ს" ფინანსური პრობლემები შეექმნა და ქარხნის გაყიდვა გადაწყვიტა. ქარხანა დაკეტვას დაექვემდებარებოდა გაკოტრების შემთხვევაში და ათასობით ადამიანი უმუშევარი რჩებოდა. კომპანია "დელტას" მფლობელმა რიჩარდ ანდერსონმა ქარხნის ყიდვით ხარჯის შემცირების გზა ნახა. გასულ წელს დელტამ 12 მილიარდი დოლარის საწვავი დახარჯა, საიდანაც მხოლოდ 36 % გამოიყენებოდა ოპერირებისთვის. დელტას ოფიციალური პირების განცხადებით, წელიწადში კომპანია ქარხნის ამუშავებით 300 მილიონ დოლარს დაზოგავს.
XS
SM
MD
LG