ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება მორიგი დებატებისთვის


საპრეზიდენტო დებატები სამშაბათს, 16 ოქტომბერს გაიმართება

როგორც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ისე მისი რეპუბლიკელი ოპონენტი მიტ რომნი დებატების მეორე რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც სამშაბათს, 16 ოქტომბერს გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა თავი მაქსიმალურად ძლიერად უნდა წარმოაჩინოს, რათა შეაჩეროს რომნის აღმასვლა რეიტინგებში. დებატები ქალაქ ნიუ იორკის შორიახლოს ჰოფსტრას უნივერსიტეტში შედგება.

შაბათს ორივე კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობდა. მათ ყურადღება ოჰაიოს შტატზე შეაჩერეს, სადაც მრავალი ექსპერტის აზრით შესაძლო არჩევნების ბედი გადაწყდეს.

XS
SM
MD
LG