ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთიან რეგიონში, სიჩუანის პროვინციაში სამშაბათს მომხდარმა მიწისძვრამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 250-მდე ადამიანი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ნგავას პრეფექტურაში მდებარე იმ ხეობაში მოხდა, სადაც ამ დროს როგორც წესი ბევრი მომთაბარე ტიბეტელი მწყემსი და ძიუჯაიგოუს ხეობით დაინტერესებული ათასობით ტურისტი იმყოფება ხოლმე. დაღუპულთაგან სულ მცირე ხუთი სწორედ ტურისტი იყო.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაშავებულთა შორის ასევე არიან კანადელი და ფრანგი ტურისტები. მათივე ინფორმაციით, ხეობიდან დაახლოებით 30 000 ტურისტის ევაკუაცია მოხეხდა.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურების ცნობით, მიწისძვრის სიძლიერე დაახლოებით 6.5 მაგნიტუდა იყო, ჩინეთის სეისმური ცენტრის ცნობით კი მან 7 მაგნიტუდას მიაღწია. რეგიონში მდებარე 100 000 სახლზე მეტი დაზიანებულია, და შეწყვეტილია ელექტრომომარაგება.

2008 წელს ჩინეთში მომხდარმა 8-ბალიანმა მიწისძვრამ რეგიონი პრაქტიკულად სრულად გაანადგურა. მის შედეგად დაიღუპა ან დაკარგულად მიიჩნევა თითქმის 87 000 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG