ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საწამლავი სენატორის წერილში


სენატორი როჯერ ვიკერი
სენატორი როჯერ ვიკერი

რესპუბლიკელი სენატორისადმი გაგზავნილ წერილში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს

შეერთებული შტატების კონგრესის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ ვიკერისადმი გაგზავნილ წერილში მომაკვდინებელი ტოქსინი, რიცინი, იპოვეს. კაპიტოლიუმში მისისიპის სენატორის სახელზე მისულ წერილში რიცინის შემცველობა სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიულმა ანალიზმა დაადასტურა. გამოძიების ფედერალური ბიურო კიდევ ერთ საეჭვო წერილს იკვლევს, რომელიც თეთრი სახლის მისამართზეა გაგზავნილი.

სენატორ ვიკერის ოფისი მოკლე განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დაცვის სამსახურებს მადლობას უხდის მათი „დაუღალავი შრომის და გულმოდგინებისთვის“, რაც კანონმდებელთა მუშაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. 61 წლის როჯერ ვიკერი სენატში 2007 წლის შემდეგ მსახურობს.

რიცინი ძალზე საშიში შხამია. ერთი წვეთიც საკმარისია ზრდასრული ადამიანის მოსაკლავად. 2004 წელს სენატის საფოსტო ყუთში ის ერთხელ უკვე აღმოაჩინეს, რის გამოც მაშინ სენატის ორი შენობის ოფისები დაიხურა. ამჯერად წერილი ტენესის ქალაქ მემფისიდან არის მოსული, რომელიც მისისიპის შტატის საზღვართან მდებარეობს.
XS
SM
MD
LG