ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედსენს, ჟურნალისტის მკვლელობისთვის, სამუდამო პატიმრობა დაუმტკიცდა


წყალქვეშა ნავის დანიელ გამომგონებელს პიტერ მედსენს, რომელიც ბრალდებული იყო და სასჯელს იხდიდა გასულ წელს საკუთარ ხომალდზე შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის წამებისა და მკვლელობისთვის, უარი ეთქვა სააპელაციო სარჩელზე სამუდამო პატიმრობის შესაცვლელად. სავარაუდოდ სიცოცხლის დარჩენილ წლებს ის ციხეში გაატარებს.

მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ უოლის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. გამომძიებლები კი ამტკიცებდნენ, რომ მედსენმა დანაშაული წინასწარ დაგეგმა და მას სექსუალური ხასიათის მოტივი ჰქონდა.

კოპენჰაგენის სასამართლოს მიერ აპრილში გამოიტანა გადაწყვეტილების თანახმად, მედსენმა უოლი თვითნაკეთ წყალქვეშა ხომალდზე ინტერვიუს მიცემის ცრუ პირობით შეიტყუა. კიმი ხომალდზე გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG