ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტ დანიელ პერლის მკვლელობის დეტალები


ჟურნალისტ დანიელ პერლის მკვლელობის დეტალები
ჟურნალისტ დანიელ პერლის მკვლელობის დეტალები

უკანასკნელი ინფორმაციით, 2002 წელს პაკისტანში „ვოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტის დანიელ პერლის მკვლელობაში დადანაშაულებული 4 პირი, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდის პაკისტანის ციხეში, არ იმყოფებოდა მკვლელობის ადგილას. პროკურატურამ განზრახ გამოიყენა ცრუ ჩვენებები სასამართლო პროცესის დროს რათა საქმე სასწრაფოდ დახურულიყო.

ეს დასკვნა დღეს მრავალწლიანი გამოძიების შედეგად გამოქვეყნდა, რომელსაც ამერიკელი ჟურნალისტები და სტუდენტები აწარმოებდნენ.

დასკვნის თანახმად , 4 მსჯავრდებული მონაწილე იყო ჟურნალისტის გატაცებაში, რომელიც პაკისტანში ისლამისტ მეამბოხეებზე ამზადებდა მასალას. კარაჩიში აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის მიწოდებულ ვიდეო მასალაში დანიელ პერლის მკვლელობის კადრები იყო ჩაწერილი, მის გვამს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიაგნეს ერთ-ერთ მიტოვებულ სასაფლაოზე.

ჟურნალისტის გატაცებასა და მკვლელობაში 27 ადამინი მონაწილეობდა აქედან დაკავებულია მხოლოდ 14.

XS
SM
MD
LG