ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები ჩეხეთში


არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი

ჩეხეთში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პირველად გაიმართება 1993 წლის შემდეგ, როდესაც ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად დაიშალა.
ექსპერტების შეფასებით, არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი, რომელიც უკვე დანიშნულია 25-26 იანვარს.
საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილოშ ზემანი და იან ფიშერი ლიდერობენ, რომელიც 2009-2010 წლებში ხელმძღვანელობდა მთავრობას.
გამარჯვების შანსი აქვს პრაღის ხელოვნების აკადემიის პროფესორს, კომპოზიტორსა და მხატვარს, 53 წლის ვლადიმირ ფრანცს, რომელსაც მთელი სხეული სვირინგებით აქვს დაფარული.
XS
SM
MD
LG