ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება


კვიპროსმა 7.5 მილიარდი დოლარით უნდა გაზარდოს სახელმწიფო შემოსავლები

კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი დღეს ბრიუსელში იმყოფება ევროკავშირის ლიდერებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრების გასამართად. მისი ვიზიტის დანიშნულება ეკონომიკური და ფინანსური ზომების შემუშავებაა, რომლებიც კვიპროსს გაკოტრებას გადაარჩენს.

პარასკევს კვიპროსის პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა, რომლებიც ბიუჯეტისთვის გარკვეულ თანხებს მოიძიებს.

კვიპროსმა 7.5 მილიარდი დოლარით უნდა გაზარდოს სახელმწიფო შემოსავლები იმისთვის, რომ ევროკავშირისგან 13 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტი მიიღოს.
XS
SM
MD
LG