ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის ფინანსთა მინისტრი გადადგა


მიხალის სარისმა თანამდებობიდან გადადგომა გამოძიებასთან თანამშრომლობის აუცილებლობით გაამართლა.

კვიპროსის ფინანსთა მინისტრი მიხალის სარისი გადადგა. მისი და კვიპროსის მთავრობის სხვა წევრების საქმიანობას სპეციალური იურიდიული კომისია გამოიძიებს. მათი საქმიანობის შედეგად ევროზონის წევრი სახელმწიფო გაკოტრებამდე მივიდა.
მიხალის სარისმა თანამდებობიდან გადადგომა გამოძიებასთან თანამშრომლობის აუცილებლობით გაამართლა. ფინანსთა მინისტრობამდე ის კვიპროსის ლაიკის ბანკის თავმჯდომარე იყო.
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ფინანსთა მინისტრად ხარის გეორგიადისი დანიშნა, რომელსაც მანამდე შრომის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
XS
SM
MD
LG