ნატოს ყოფილმა სამხედრო ხელმძღვანელმა კიბერ საფრთხე მომავლის მთავარ საფრთხედ დაასახელა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ადმირალს, ჯეიმს სტავრიდისს ესაუბრა, რომელიც ორშაბათს პოსტიდან გადადგა. ინტერვიუში იგი განმარტავს იმას, თუ რატომ დაასახელა კიბერ საფრთხე უფრო დიდ საშიშროებად, ვიდრე ტერორიზმი და ბირთვული ომი.
კორპორაციებზე და ხელისუფლების სტრუქტურებზე კიბერ შეტევები დიდი ხანია უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ეჭვმიტანილების და მათი კომპიუტერების მიგნება რეგულარულად ხდება.
ამიტომაც ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი თვლის რომ, კიბერ საფრთხესთან ბრძოლა მისი მემკვიდრისთვის ამ პოსტზე მთავარი გამოწვევა იქნება.
ჯეიმს სტრავრიდისი: საზოგადოება უზომოდ არის დამოკიდებული კიბერ-შესაძლებლობებზე. საზოგადოების მომზადების დონე კი საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით ალიანსში, აცხადებს ჯეიმს სტავრიდისი.
თან კიბერ შეტევის განხორციელება საკმაოდ ადვილია. ეს შეიძლება ყველას გამოუვიდეს, ვისაც ნორმალური მონაცემების მქონე კომპიუტერი აქვს.
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს კიბერ შეტევისგან თავდაცვის მიზნით სპეციალური ცენტრი აქვს შექმნილი, ხოლო ესტონეთში კიბერნეტიკული კვლევის ცენტრი ფუნქციონირებს.
თუმცა ამის მიუხედავად, სტავრიდისის განცხადებით, კიბერ თავდაცვის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობა მაინც შეზღუდულია.
ჯეიმს სტავრიდისი: ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნები ძალიან მგრძნობიარენი არიან და ფრთხილობენ რომ ერთმანეთს ამ საკითხის ირგვლივ საკუთარი ცოდნა არ გაუზიარონ. თუმცა მისი განცხადებით, მათ უნდა შეძლონ ამის გადალახვა, რადგან საფრთხე სერიოზულია და ძალიან რეალური.
კიბერ საფრთხე შეიძლება არასასიამოვნო შეტევებიდან კიბერ დარტყმამდე განვიხილოთ რომელიც შეიძლება საბანკო კომპიუტერებზე ან საჰაერო მიმოსვლის მაკონტროლებელ სისტემაზე განხორციელდეს. არსებობს კორპორატიული და სახელმწიფო საიდუმლოებების მოპარვის შემთხვევებიც.
კიბერ შეტევებს ასევე შეიძლება მატერიალური მსხვერპლიც მოჰყვეს, როგორიც არის მაგალითისთვის ელექტრო სადგურების გათიშვა. გასულ კვირას, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ კიბერ შეტევის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონი დოლარის მოპარვა განხორციელდა.
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი კევინ ჯონსი კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის ამბობს რომ ინტერნეტის მეშვეობით ყველას შეუძლია გახდეს ტერორისტი.
კევინ ჯონსი: ასეთი ტიპის ტერორიზმი უფრო ადვილად მისაწვდომია, ვიდრე ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა, რადგან ხალხი ამას საკუთარი საძინებლის უსაფრთხოებისთვის აკეთებს.
ბევრი ქვეყანა თავად ქმნის შეტევითი ხასიათის კიბერ-იარაღს, ხოლო ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ჩინეთი, ისრაელი და შეერთებული შტატები ამ ქვეყნებს ამგვარი იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ჯეიმს სტავრიდისი: ძალიან ადრეა რომ ალიანსში ეს აზრი მომწიფდეს. თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამ საკითხის განხილვას აპირებს. და დროდადრო საჭიროა, რომ ინტელექტუალურმა კაპიტალმა თეორია განავითაროს, რაც მსოფლიოს კიბერ თავდასხმისგან დაიცავს.
შეტევის შეჩერება შესაძლებელია კიბერ საფრთხეებით და კონვენციური შეტევებით. პროფესორი ჯონსი ფიქრობს რომ შეიძლება ამან პოზიტიური შედეგი მოიტანოს.
კევინ ჯონსი: ადამიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ სიტუაცია, რომლის დროსაც ძალიან სარისკოა რომელიმე ქვეყნის საფონდო ბირჟაზე კიბერ-შეტევის განხორციელება რადგან, ცნობილია, რომ შედეგად საპასუხო შეტევა მოხდება, რომელიც გარკვეული გზით სისტემას წყობიდან გამოიყვანს.