ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბას ენერგო კრიზისი ემუქრება


კუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ კუნძული ენერგო კრიზისის წინაშე დგას და კრიტიკულად მცირე რაოდენობის დიზელის საწვავი აქვს. ამ ყველაფერში ის ამერიკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს სდებს ბრალს.

პრეზიდენტმა თქვა, რომ საწვავის შემცირება სანქციების გაზრდამ გამოიწვია და ეს ყველაფერი ტრამპის ადმინისტრაციის ბრალია. მისი თქმით, თეთრი სახლი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ჰავანაზე და ჩამოაშორს თავის მთავარ მოკავშირეს, ვენესუელას. ადმინისტაციამ სანქციები სწორედ იმ კომპანიებს დაუწესა, რომლებსაც საწვავი ვენესუელიდან კუბაში გადააქვთ.

კუბის ეკონომიკის მინისტრმა, ალეხანდრო გილმა თქვა, რომ ზოგიერთ სახელმწიფო ინდუსტრიას, საწვავის სიმცირის გამო, მოუწევს პროდუქციის წარმოება შეამციროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG