ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბის ნაკრების ოთხმა მოთამაშემ გუნდი დატოვა


გუნდი ტორონტოში 15 კაცის შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ მატჩზე მხოლოდ 11 მათგანი გამოცხადდა

კუბის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც კანადაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე ჩავიდა, კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდი ტორონტოში 15 კაცის შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ მატჩზე მხოლოდ 11 მათგანი გამოცხადდა.

ნაკრების მწვრთნელის, ალექსანდრე გონსალესის თქმით, ოთხმა მოთამაშემ გუნდი დატოვა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ავად. გონსალესის თქმით, მდგომარეობა კუბელი სპორცმენებისთვის არც ისე უჩვეულოა, რადგან საზღვარგარეთ წასული ათლეტების უმრავლესობა „ამერიკული ოცნების დევნას იწყებს“. გონსალესმა აღნიშნა, რომ მისთვის რთული იყო გუნდის შეკვრა და თამაშისთვის მომზადება და საერთოდ, ამ თემაზე საუბარიც უჭირს.

შეხვედრაზე კანადის ნაკრებს 10 სათადარიგო მოთამაშე ჰყავდა, კუბელთა რიგებში კი მხოლოდ მწვრთნელები ისხდნენ. თამაში კანადის ნაკრების სასარგებლოდ 3-ით 0 დამთავრდა.
XS
SM
MD
LG