ირანის პერზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, კუბაში სიტყვით გამოსვლისას კაპიტალიზმი გააკრიტიკა და მას „დაქვეითებული სისტემა“ უწოდა. მან ასევე დასძინა რომ კაპიტალიზმი მხოლოდ სავალალო შედეგების მომტანია, ისეთი როგორიცაა ომები, ნგრევა და ადამიანების სიკვდილი.
ირანის პრეზიდენტი ჰავანას უნივერსიტეტში გამოსვლისას არ შეხებია იმ სადავო თემას, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროგრამას ეხება. მან ასევე უკომენტაროდ დატოვა ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების ფაქტიც, რომელმაც ირანის ბირთვულ იარაღზე მომუშავე მეცნიერის გარდაცვალება გამოიწვია.
კუბაში ვიზიტი ირანის პრეზიდენტის ოთხ ლათინურ-ამერიკულ ქვეყანაში მიმდინარე მოგზაურობის ნაწილია. ბატონმა აჰმადინეჟადმა ვენესუელა და ნიკარაგუა უკვე მოინახულა, სადაც ნიკარაგუას პრეზიდენტის - დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიასაც დაესწრო.