ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეციალური ვიზა კუბაში


კანონი ძალაში 2013 წლის იანვარში შედის

კუბის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ქვეყნის დატოვებისთვის სპეციალურ ვიზას აღარ მოითხოვს. ამიერიდან კუბელებს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საკუთარი ქვეყნიდან ნებართვა არ მოეთხოვებათ. კანონი ძალაში 2013 წლის იანვარში შედის.

კომუნისტური პარტიის გაზეთ „გრანმაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კუბელებს კუნძულის დატოვებისთვის მხოლოდ საკუთარი პასპორტის და იმ ქვეყნის ვიზის ჩვენება მოუწევთ, სადაც ისინი მიემგზავრებიან. ჰავანამ ვიზიტის ნებართვის ვადაც გაზარდა. კუბელებს უცხო ქვეყნებში დარჩენა 11 თვის ნაცვლად 2 წლით შეუძლიათ. თუმცა, გაზეთი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება სპეციალურ ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ კუბიდან „რევოლუციის მიერ შექმნილი ადამიანური კაპიტალის მოპარვა“ არ მოხდეს.
XS
SM
MD
LG