ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა ჩრდილოეთ კავკასიაზე


მარცხნიდან მარჯვნივ: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კინგი, კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თომას დე ვაალი, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში სტუმრად მყოფი მკვლევარი სერგეი მარკედონოვი და ამა

დისკუსიის მონაწილეებმა ჩრდილოეთ კავკასიაში მზარდი არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს

დღეს ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ამავე ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ეგიდით გამოქვეყნებულ ნაშრომს სახელწოდებით „ჩრდილოეთ კავკასია: რუსეთის არასტაბილური საზღვარი.“ დისკუსიას უძღვებოდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი და ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი ენდრიუ კაჩინსი.

შეხვედრა ძირითადად ნაშრომში მოცემული დაკვირვებების ანალიზს დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში სტუმრად მყოფი მკვლევარი და ნაშრომის თანაავტორი სერგეი მარკედონოვი, კარნეგის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ტომას დე ვაალი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კინგი.

თავის წინასიტყვაობაში კაჩინსმა აღნიშნა, რომ იანვრის მიწურულს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარმა აფეთქებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის, რომ მზარდი არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთის მთავრობას ისე საერთაშორისო თანამეგობრობას. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობის გამომწვევ ფაქტორებზე - რუსეთის მთავრობის წარუმატებელი რეგიონალური პოლიტიკის, მეამბოხეთა სამხედრო მოქმედებების გაფართოებისა და რადიკალური ისლამის მომძლავრებული გავლენის ჩათვლით.

უფრო დაწვრილებით შეხვედრის შესახებ ხვალინდელ რადიოგადაცემაში შეიტყობთ.

XS
SM
MD
LG