ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი, აშშ არ ცნობს ყირიმის ანექსიას


ფედერიკა მოგერინი

ევროპის კავშირმა ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ 28 ქვეყნისგან შემდგარი ეს ბლოკი „კვლავინდებურად გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“. ამასთანავე, მოგერინი შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობის ზრდისა და რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

სამანტა პაუერი
სამანტა პაუერი

ყირიმის ანექსიაზე საუბობს გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სამანტა პაუერიც, რომელმაც ამერიკის ხმას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება, ამასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის ნაბიჯების კანონიერებას.

XS
SM
MD
LG