ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში 17 წლის გოგონას მკვლელობისთვის 22 წლის მამაკაცი დააკავეს


ვირჯინიის შტატის პოლიციამ მამაკაცს, 17 წლის გოგონას მკვლელობისა და მასზე ძალადობისთვის ბრალი წაუყენა. გოგონა ვაშინგტონის გარეუბანში, მეჩეთთან ახლოს მეგობრებთან ერთად ფეხით მიდიოდა. მას გამვლელ მანქანაში მჯდომ პირთან შელაპარაკება მოუვიდა. შელაპარაკებისას მისი მეგობრები გაიქცნენ და პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინეს. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გოგონას გვამი შემთხვევის ადგილთან 5 კილომეტრის მანძილზე მდებარე ტბაში იპოვეს.

პოლიციამ მკვლელობის და ძალადობის ბრალდებით 22 წლის მარტინეს ტორესი დააკავა.

დალასის მუსლიმთა საზოგადოება პოლიციისგან ითხოვს დადგინდეს იყო თუ არა ეს სიძულვილის დანაშაული და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG