ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ კენიატას გამარჯვება მიულოცა


უზენაესი სასამართლოს დადგენილების შემდეგ, შეერთებული შტატების ლიდერი კენიელ ხალხს მშვიდობიან არჩევნებს ულოცავს

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი ობამა კენიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. უჰურუ კენიატას გამარჯვება, უზენაესი სასამართლოს მიერ ერთხმად მიღებული განჩინებით, საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე მიულოცა კენიატას მთავარ ოპონენტს, ქვეყნის პრემიერ რიალა ოდინგას და კენიელ ხალხს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ნდობის გამოცხადება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მშვიდობიანად მიღებად და დამორჩილება. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ორივე ლიდერს ტელეფონით ესაუბრა და მიესალმა კენიაში ლეგიტიმური და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას.
XS
SM
MD
LG